“თავი დაანებეთ ევრორეკომენდაციების საბოტაჟს” – მამუკა მდინარაძე ოპოზიციას

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა.

„გუშინ შევხედეთ ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინებას, როგორ აბულინგებდით თქვენს კოლეგებს. თქვენი ტელევიზიები გვიყვებოდნენ გინებაზე, ჩხუბზე, აყალმაყალზე და არაო, არ ვაბულინგებთ ერთმანეთსო. ეს არის ფაქტი. თქვენი მოლაპარაკებები ასეთია, რომ თქვენ დადებთ თქვენს წარმომადგენლებს, რომელსაც ან ჩავსვამთ რომელიმე საბჭოში, ან დავსვამთ სახალხო დამცველად, ან თქვენ არ მოდიხართ არაფერზე.

ულტიმატუმის ამ ენით საუბრობთ. ამიტომ იყო, თვეების განმავლობაში ერთი გვარიც რომ არ დაგვისახელეთ. თავი დაანებეთ ევრორეკომენდაციების საბოტაჟს, რაც მთავარია. ყველამ იცის, ეს საკითხი და ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტა არის ევრორეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტი“, – განაცხადა მდინარაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის ორ არამოსამართლე კანდიდატს დღეს კენჭს უყრიან. უკვე ცნობილია, რომ გუშინდელი დღისგან განსხვავებით, მათ ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები