ირაკლი კობახიძე: პრემიერმა მაქსიმალურად გამოიყენა რეიკიავიკის ფორუმი იმისთვის, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი გზავნილები გაეზიარებინა პარტნიორებისთვის

“პრემიერმა მაქსიმალურად გამოიყენა ევროსაბჭოს ეგიდით რეიკიავიკში გამართული ფორუმი იმისთვის, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი გზავნილები პარტნიორებისთვის გაეზიარებინა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გზავნილები ბევრ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხს ეხებოდა.

„ეს გზავნილები ეხებოდა ეროვნულ ინტერესებს, მშვიდობის საკითხებს, იმ თემებს, რომელიც ზოგადად რეგიონისთვის არის აქტუალური და რა თქმა უნდა საუბარი ეხებოდა კანდიდატის სტატუსის მიღებას ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ფორუმი მაქსიმალურად იქნა გამოყენებული იმისათვის, რომ ეს გზავნილები გაზიარებულიყო როგორც საერთო ფორმატებში, ასევე ორმხრივი შეხვედრების დროს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები