ირაკლი კობახიძე: იმ ოპოზიციონერების მიმართ, ვინც მხარი დაუჭირა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, ბულინგის მთელი კამპანია ჩაირთო

“იმ ოპოზიციონერების მიმართ, ვინც მხარი დაუჭირა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, ჩაირთო ბულინგის მთელი კამპანია”,- ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს რადიკალური ოპოზიციის სახეს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.

„ოპოზიციას ჰქონდა პრინციპულად განსხვავებული დამოკიდებულება იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევის საკითხისადმი. ისინი არ უჭერდნენ მხარს არცერთ კანდიდატს. გამონაკლისი იყო 5 დეპუტატი ოპოზიციიდან, მათი გვარებიც დასახელდა. მათ მხარი დაუჭირეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს. როგორც ჩვენთვის ცნობილი იყო, მათაც ამოძრავებდათ იგივე ინტერესი, კანდიდატის სტატუსის მიღება, თუმცა, ამის შემდეგ ჩაირთო ბულინგის მთელი კამპანია. ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, ლევან იოსელიანმაც ისაუბრა, რომ როდესაც ის აირჩა სახალხო დამცველის თანამდებობაზე, იმ დეპუტატების მიმართ, რომლებიც მას ხმას აძლევდნენ ოპოზიციის მხრიდან, წარმოებდა ბულინგი. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს რადიკალური ოპოზიციის სახეს. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ბულინგი, ლიბერალური ფაშიზმი მათი ხელწერაა და ეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ გუშინ“,- აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები