ალყაში მყოფი უკრაინელი სამხედროები სამშვიდობოზე გავიდნენ

    28 უკრაინელი სამხედრო, რომლებიც დონეცკის ოლქში, ილოვაისკში რამდენიმე დღე ალყაში იმყოფებოდა, სამშვიდობოზე გამოვიდა – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა დაწერა. მისივე ინფორმაციით, 28 მებრძოლიდან 14 შსს-ს ბატალიონიდან არის, 3- “ხერსონის” ბატალიონიდან, ხოლო 11 – “დნეპრი 1”-ის. ალყაში მყოფი უკრაინელების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებებს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო უშუალოდ აწარმოებდა – ამის შესახებ ინფორმაციას ბატალიონ “დონბასის” პრესსამსახური ავრცელებს.
“განსაზღვრულია და შეთანხმებულია მარშრუტი, რომლითაც მოხდება ალყაში მყოფების გამოყვანა. ამ ადგილისკენ უკვე გაემგზავრნენ უკრაინელი სამხედროები”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები