გია ვოლსკი: პრეზიდენტის ევროპარლამენტში გამოსვლის საკითხი იმ ინსტიტუტის გადასაწყვეტია, ვინც თანხმობა უნდა გასცეს, მისი არცერთი განცხადება საქართველოს ინტერესებისთვის არ ყოფილა მისაღები
პრეზიდენტის წასვლის საკითხი იმ ინსტიტუტის გადასაწყვეტია, ვინც უნდა გასცეს თანხმობა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, პრეზიდენტის არცერთი განცხადება საქართველოს ინტერესებისთვის არ ყოფილა მისაღები.
„პრეზიდენტის მხრიდან განცხადებები იყო გაკეთებული, რომ საქართველოს იმიჯი როგორმე დააზიანოს. ასეთი განცხადებები გაკეთდა მის მიერ პარლამენტის ტრიბუნიდანაც და სხვა განცხადებებშიც. ეს ჩემი აზრია, მაგრამ მთავრობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის რა საუბარია ვიზიტებზე, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
27 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ, ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმებით, საქართველოს პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს.