ირაკლი ქადაგიშვილი: “ნაცმოძრაობა” პირდაპირ, ყველა კომპონენტში ეწინააღმდეგება 12 რეკომენდაციის შესრულებას
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, “ნაცმოძრაობა” 12 რეკომენდაციის შესრულებას ყველა კომპონენტში ეწინააღმდეგება.
მისივე თქმით, იმ ადამიანებზე, რომლებიც რომელიმე რეკომენდაციის შესრულების მხარს უჭერენ, ზეწოლა და ბულინგი ხორციელდება.
“ნაციონალური მოძრაობა” პირდაპირ, ყველა კომპონენტში ეწინააღმდეგება 12 რეკომენდაციის შესრულებას, ეს არის მათი მთავარი ამოცანა. თუ მოხდა ისე, რომ რომელიმე დეპუტატმა ოპოზიციიდან რომელიმე გადაწყვეტილებას, რომელიც 12 რეკომენდაციის შესრულებას ემსახურება მხარს დაუჭერს, მასზე, რა თქმა უნდა, განხორციელდება მათი მხრიდან არნახული ზეწოლა და ბულინგი”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.