“ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ პარლამენტის ვიცესპიკერობისკენ ლტოლვა აბსოლუტურად გამაოგნებელი, უღირსი და არაპრაგმატული ნაბიჯია” ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ პარლამენტის ვიცესპიკერობისკენ ლტოლვა აბსოლუტურად გამაოგნებელი, უღირსი და არაპრაგმატული ნაბიჯია, – ამის შესახებ ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

„ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ პარლამენტის ვიცესპიკერობისკენ ლტოლვა იმ პარლამენტსა და მოცემულობაში, როდესაც უმრავლესობა არ უჭერს მხარს არცერთ საღ ინიციატივას, აკანონებს ძალაუფლების უზურპაციას, მხარს უჭერს რუსეთთან დაახლოებას, არ იღებს უკრაინის მხარდამჭერ დოკუმენტებს, დემოკრატიული პროცესის ჩასაშლელად მიმართავს საბოტაჟს, არ ქმნის საგამოძიებო კომისიებს, მეტი ძალაუფლების მოსახვეჭად იღებენ კანონებს, ქვეყანაში არიან პოლიტიკური პატიმრები, აფერხებენ ევროინტეგრაციის სასიცოცხლო პროცესს და ცდილობენ, ჩააგდონ კანდიდატის სტატუსის მიღება, არის აბსოლუტურად გამაოგნებელი, უღირსი და არაპრაგმატული ნაბიჯი.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების” იმ დეპუტატების მხარდაჭერა, რომლებმაც მარტში “რუსული კანონი” მიიღეს, აუცილებელია ვიცესპიკერის პოსტის დასაკავებლად”, – წერს მელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები