„ალყაში მყოფი მებრძოლების გამოყვანაზე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა“
ბატალიონ “დონბასის” პრესსამსახურის ინფორმაციით, დონეცკის ოლქის ქალაქ ილოვაისკთან ალყაში მყოფი ბატალიონ ”დონბასის” მებრძოლების გამოყვანაზე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.
მათივე ინფორმაციით, მოლაპარაკებებში უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო იყო ჩართული. “განსაზღვრული და შეთანხმებულია მარშრუტი, რომლითაც მოხდება ალყაში მყოფების გამოყვანა. ამ ადგილისკენ უკვე გაემგზავრნენ უკრაინელი სამხედროები”, – ნათქვამია ინფორმაციაში.