განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრები ზოგადი განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებს შეხვდნენ

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე და კომიტეტის წევრი, ზოგადი განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე ბაია კვიციანი კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებს შეხვდნენ.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საბჭოს სამოქმედო გეგმაზე, საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე იმსჯელეს. საბჭოს წევრებმა დეპუტატებს ზოგადი განათლების მიმართულებით საკუთარი ხედვა და გამოცდილება გააცნეს.

„განვიხილეთ უამრავი მნიშვნელოვანი საკითხი და გამოიკვეთა კონკრეტული თემატური მიმართულებები. საბჭო აქტიურად იმუშავებს, გვექნება გასვლითი შეხვედრებიც”, – განაცხადა საბჭოს თავმჯდომარემ, ბაია კვიციანმა. საბჭოს შემადგენლობაში შედიან დარგობრივი ორგანიზაციები და სფეროს ექსპერტები და მისი მიზანია ზოგადი განათლების სფეროში არსებული ხარვეზების გამოსწორება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები