“ცესკოს ფორმირების წესში ცვლილება პირდაპირ პასუხობს 12-პუნქტიანი გეგმის მეორე პუნქტს, რომელიც საარჩევნო სისტემის კიდევ უფრო გაუმჯობესებას ეხება” – გივი მიქანაძე

„ცვლილება ცესკოს ფორმირების წესში პირდაპირ პასუხობს 12-პუნქტიანი გეგმის მეორე პუნქტს, რომელიც საარჩევნო სისტემის კიდევ უფრო გაუმჯობესებას ეხება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

„პირველი მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭრა იმ არსებით ცვლილებებს, რომლითაც შესაძლებელი იქნება იმ ჩიხური მდგომარეობიდან გამოსვლა, რომელიც თითქმის ორი წელია საზოგადოების თვალწინ მიმდინარეობს, როდესაც ვერ ხდება ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევა.

წარმოდგენილი ცვლილებები პირდაპირ პასუხობს 12- პუნქტიანი გეგმის მეორე პუნქტს, რომელიც საარჩევნო სისტემის კიდევ უფრო გაუმჯობესებას და რაც მთავარია, სახელმწიფო ინსტიტუტების სრულფასოვან ხელშეწყობას ეხება“, – აღნიშნა მიქანაძემ.

პარლამენტის სხდომაზე დღეს „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები