ალუდა ღუდუშაური: გიორგი ვაშაძე რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდებდა, ბინა არ გაექირავებინათ რუსეთის მოქალაქეებზე, თავად იყო ჩართული ამ პროცესებში
გიორგი ვაშაძე რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდებდა ბინა არ გაექირავებინათ რუსეთის მოქალაქეებზე, თავად იყო ჩართული ამ პროცესებში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობას რუსეთის ფედერაციისგან ცალმხრივად დადებული სანქციები ჰქონდა და ცალმხრივად მოეხსნა.
„ასეთ შემთხვევაში საქართველოს ალბათ, ერთადერთი გზა რჩება, რომ აეროპორტებში უნდა ჩავაყენოთ ალბათ, საპოლიციო დანაყოფები და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის იმ ნაწილს, ვინც რაიმე ფორმით, ოჯახით არის დაკავშირებული და უნდა რუსეთის ფედერაციაში წავიდეს გამარტივებულად, ამ პირებს უნდა ავუკრძალოთ ეს და ვუთხრათ, რომ მესამე ქვეყნის გავლით უნდა წავიდნენ, ეს არის საფუძველს მოკლებული. გიორგი ვაშაძე რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდებდა ბინა არ გაექირავებინათ რუსეთის მოქალაქეებზე, თავად იყო ჩართული ამ პროცესებში. თუ ვინმე რაიმეს აპროტესტებს, უნდა გესმოდეთ, რომ ასეთი პირები არიან ხოლმე სწორედ ამ ყველაფერში ჩართული“, – განაცხადა ღუდუშაურმა.