თაკო ჩარკვიანი – ნიკა მელიას: რა წუმპეშიც დაიწყე “მოღვაწეობა”, იმავე წუმპეში ზიხარ, მანდ არის შენი ადგილი – “ყოფილი აგენტები” არ არსებობენ

რა წუმპეშიც დაიწყე “მოღვაწეობა” 1998 წელს კვირაიას გამომძიებლად, იმავე წუმპეში ზიხარ, ლოგიკურია მანდ არის შენი ადგილი,” ყოფილი აგენტები” არ არსებობენ, – ასე მიმართავს “კანონი და სამართლის” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი “ნაცმოძრაობის” ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიას.

“ამ წუმპე ნახევარმილიონიანი ბრონირებული ჯიპით ქოლცენტრებით პენსიონერების მძარცველ, აგენტ კილაძეს უთხრას ვინმემ, რომ ოფიციალური რეესტრის ამონაწერს რომ დებს, კაცო, დარეგისტრირებული იმიტომ არის  რომ ოფიციალური იყოს და კიდევ ერთი რამ: მიშა სააკაშვილი მკვდარია კილაძის ჭკუით?? ოჯახმა სააკაშვილის და თავად მიშამ არ იცის, რა და როგორ არის?
ფუჰ, ეს ბედუკაძის და პატარკაციშვილის ( რუსეთის წუმპე ), ფუჰ ამ პოლიტიკას რა ვუთხარი ამ პატარა საწყალ ქვეყანაში კვირაიას გამომძიებელი მელია და აგენტკა კილაძე რომ ისაუბრებენ თამარ ჩარკვიანზე.
შენ კი, ნიკანორ!!! რა წუმპეშიც დაიწყე “მოღვაწეობა” 1998 წელს კვირაიას გამომძიებლად, იმავე წუმპეში ზიხარ, ლოგიკურია მანდ არის შენი ადგილი, “ყოფილი აგენტები” არ არსებობენ “, – წერს ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები