ჟერარ დეპარდიე “მე მიყვარს უკრაინა, რომელიც რუსეთის ნაწილია”
ფრანგმა კინომსახიობის ჟერარ დეპარდიეს განცხადებით, უკრაინა რუსეთის ნაწილია. ამის შესახებ დეპარდიამ რიგაში კინოფესტივალ „Baltic Pearl film festival“-ზე ისაუბრა. „მე მიყვარს რუსეთი და უკრაინა, რომელიც რუსეთის ნაწილს წარმოადგენს“, – ციტირებს დეპარდიეს სიტყვებს საინფორმაციო სააგენტო zn.ua.
ამას გარდა ფრანგმა მსაიობმა აღნიშნა, რომ ძალზე უყვარს რუსული ხელოვნება, მათ შორის თეოდორ დოსტოევსკის ნაწარმოებები. ფრანგმა მსახიობმა ასევე აღნიშნა, რომ უშუალოდ ვლადიმერ პუტინი დაეხმარა შეეცნო რთული „რუსული სული“.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, მაღალი ფრანგული გადასახადებისაგან თავის ასარიდებლად დეპარდიემ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, ამ პროცესში მას უშუალოდ ვლადიმერ პუტინი დაეხმარა.
წყარო: obozrevatel.com