უკრაინის ქალაქ სუმში არსებული სამუზეუმო ტანკები საბრძოლველად გაიგზავნება
უკრაინის ქალაქ სუმის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ქალაქში არსებული სამუზეუმო სამხედრო ექსპონატები ATO-ს ზონაში საბრძოლველად გაიგზავნება. ეს ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო unian.net-ს სუმის საქალაქო საბჭოს პრეს-სამსახურმა მიაწოდა. სუმის მერის ალექსანდრე ლისენკოს და სუმის საქალაქო საბჭოს გადაწყვეტილებით, პიდესტალებიდან ჩამოიხსნება ყველა სახის ჯავშანტექნიკა, რომელთაც სასწრაფოდ ჩაუტარდებათ სარეაბილიტაციო სამუშაოები საბრძოლო მდგომარეობაში მოსაყვანად. აქტივისტებმა ამ დროისთვის უკვე მოხსნეს პიედესტალიდან ერთ-ერთი „ბტრ“, რომელიც კონდრატიევის ქუჩაზე არსებულ მემორიალზე იყო განთავსებული.
წყარო: unian.net