უკრაინული ტელევიზიის გაძარცვისას ლუგანსკელმა სეპარატისტებმა ჩაიდანიც კი წაიღეს
საინფორმაციო სააგენტო ukr-online.com-ის ცნობით 29 აგვისტოს, სტახანოვში ადგილობრივ ტელეარხ „Эра-ТВ“-ში ე.წ. „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ მებრძოლები შეიჭრნენ. თვითმხილველთა თქმით, თავდაპირველად მათ სტუდიის ნახვა ითხოვეს. შენობაში მოხვედრისთანავე კი დაწესებულებიდან მათ ყველაფერი წაიღეს რაც კი ხელში მოხვდათ: ავეჯი, აპარატურა, ტექნიკა და სხვ. სააგენტოს ინფორმაციით, სეპარატისტებმა ძარცვისას ჩაიდანი და საქაღალდე ფოლდერიც კი გაიტაცეს. წასვლისას სეპარატისტებმა ტელევიზიის თანამშრომლებს განუცხადეს, რომ „Эра-ТВ“-ის ბაზაზე მომავალში საკუთარი ტელევიზიის შექმნას გეგმავენ. მანამდე ლუგანსკელმა ბოევიკებმა კიდევ ერთი, ლუგანსკში მოქმედი ტელევიზია „ИРТ“ გაძარცვეს . წყარო: ukr-online.c