კიევში მანიაკთა ჯგუფი გამოჩნდა, რომელიც ხალხს მჟავას ასხამს

უკრაინული საინფორმაციო სააგენტო kievvlast.com.ua -ს ინფორმაციით, უკრაინის დედაქალაქში გამოჩნდა მანიაკთა ჯგუფი, რომელიც უდანაშაულო ხალხს სახეში მჟავას ასხამს. მანიაკების ხელიდან კიევის ხუთი მაცხოვრებელი, მათ შორის ბავშვებიც დაშავდნენ. სააგენტო ასევე ავრცელებს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ცენტრის გავრცელებულ წერილს, მასში კიევის მოქალაქეები მანიაკების თავდასხმის შესახებ იტყობინებიან და ცენტრს დახმარებას სთხოვენ. ზემოთხსენებული ცენტრის წარმომადგენლის ვ.ბოიკოს ცნობით, დედაქალაქის მილიციას გადაეგზავნა შესაბამისი განცხადება, თუმცა საქმის ძიების კუთხით რეალური შედეგები არ ჩანს. ამ დროს კი მანიაკები ადამიანების დასახიჩრებას აგრძელებენ. უკვე დაფიქსირდა სხვადასხვა ოჯახის წევრ სამ ბავშვზე თავდასხმის ფაქტი. ბავშვების მშობლებს უკვე აღარ აქვთ მილიციის იმედი და და ბოროტმოქმედების პოვნა საკუთარი ძალებით აქვთ გადაწყვეტილი. როგორც სააგენტო იტყობინება, თავის მხრივ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ცენტრმა დახმარებისათვის კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსს ვიტალი კლიჩკოს მიმართა, რათა მოხდეს მანიაკების პოვნა და ქალაქის მაცხოვრებელთა ცხოვრებისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება.

წყარო : kievvlast.com.ua

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები