“ბოევიკებმა” ალყაში მოქცეული ჯარისკაცებიდან 4 მოკლეს, 19 კი დაჭრილია

“ბოევიკებმა” ალყაში მოქცეული ჯარისკაცებიდან 4 მოკლეს, 19 დაჭრილია, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია უკრაინის ეროვნულ გვარდიის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეროვნული გვარდიის და უკრაინის შეიარაღებული ძალების კოლონა “ბოევიკებმა” ალყაში მაშინ მოაქციეს, როდესაც ისინი ანტიტერორისტული ძალების დასახმარებლად დებალცევოდან უგლეგორსკის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ.
ორმხრივი ბრძოლის შედეგად დაღუპულია 4 უკრაინელი სამხედრო, 19-მა კი სხვადასხვა სახის ჭრილობები მიიღეს.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, მეომრებს შორის 2 საქართველოს მოქალაქეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები