ვახტანგ ჭარაია: 2022 წელს ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან 2.3%-ით გაიზარდა და 275 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა – 110-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველო-რუსეთის ვაჭრობა

მაშინ, როდესაც ნებისმიერი ქართულ-რუსული ეკონომიკური თანამშრომლობა დასავლეთის ღალატად საღდება, საინტერესოა, თუ რა ეკონომიკური დინამიკაა თავად დასავლეთსა, კერძოდ – ევროკავშირსა და რუსეთს შორის, – ამის შესახებ ეკონომისტი, ვახტანგ ჭარაია აცხადებს.

ეკონომისტის განმარტებით, ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან 2.3%-ით გაიზარდა და 275 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 110-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველო-რუსეთის ვაჭრობა.

“2022 წელს ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან 2.3%-ით გაიზარდა და 275 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, 110-ჯერ მეტი ვიდრე საქართველო-რუსეთის ვაჭრობაა. აქვე, საინტერესოა ისიც, რომ საქართველოს წილი რუსეთის სავაჭრო ბრუნვაში მხოლოდ 0.3%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც ამერიკის 2%-ს, ხოლო ევროკავშირისა – 32%-ს!

ევროკავშირმა რუსეთში ექსპორტზე გაიტანა
ფარმაცევტული პროდუქტები, დანადგარები და მოწყობილობები, ქიმიური პროდუქტები, საკვები პროდუქტები, ელექტრონული მოწმყობილობები, ავტომობილები, სატვირთო მანქანები, კომპიუტერები, ელექტრონული და ოპტიკური პროდუქცია და სხვა.

იმპორტზე შემოიტანეს
ვითომცდა სანქცირებული რუსული ნავთობი და რა თქმა უნდა გაზიც, უარს არ ამბობენ არც მზა ნავთობპროდუქტებზეც და მრავალ სხვა საქონელზე (ქიმიური პროდუქცია, ძვირფასი ლითონები და სხვა).

ევროკავშირიდან რუსეთის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორების ხუთეული, რაც  უნდა გასაკვირი იყოს, შემდეგია:
• გერმანია – 45 მილიარდი ევრო
• ნიდერლანდები – 35 მილიარდი ევრო
• იტალია – 33 მილიარდი ევრო
• პოლონეთი – 20 მილიარდი ევრო
• საფრანგეთი – 19 მილიარდი ევრო

თავად უკრაინა დღემდე ახორციელებს ბუნებრივი აირის ტრანზიტს და 2022 წელს ამაში – 570 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. თუმცა, აქ უფრო მართებული იქნება ვთქვათ, რომ უკრაინას ამას აიძულებს ევროკავშირი, რითაც უგულებელყოფს უკრაინის და ზრუნავს მხოლოდ საკუთარ ინტერესზე.

რა თქმა უნდა, ყველას გული შეგვტკივა უკრაინაზე, ვაანალიზებთ რომ საქართველო ოკუპირებულია, თუმცა, საქართველო უნდა მოიქცეს ზუსტად ისე, როგორც თავად დასავლეთი. საქართველო იცავს საკუთარ ინტერესებს და ითვალისწინებს საერთაშორისო კონიუნქტურას იქ, სადაც ეს შესაძლებელია და სავალდებულოა”, – აღნიშნავს ჭარაია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები