მდინარაძე – ცესკოს თავმჯდომარეზე განხორციელებულ თავდასხმაზე: ლიბერალური ფაშიზმის კიდევ ერთი გამოხატულება
“ლიბერალური ფაშიზმის კიდევ ერთი გამოხატულება” – ასე აფასებს მმართველი გუნდის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილზე გუშინ მომხდარ თავდასხმას.
“გაგვცენ პასუხი: ჟარგონისთვის უკაცრავად და მოსულა ასე, რაღაცების შესხმა? ილოცონ, რომ იმ კაცს თვალზე არაფერი სჭირდეს სერიოზული, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა როგორც ვიცი ამაზეა დამოკიდებული. ეს თუ შეიძლება მერე აბა გაიარონ ქუჩაში. ეს თუ ჩვეულებრივი, მისაღები პროტესტი ფორმაა, მათ როგორ გაუპროტესტებენ, მერე დააკვირდნენ. ამ თემაში შევიდეთ? თუ ხალხის რეალურ განწყობაზეა საუბარი, ვინ – ვის რას გადაასხამს, დავანახებთ, მაგრამ აქამდე არ გვინდა რომ მივიდეთ. ეს თუ პროტესტის გამოხატვის ჩვეულებრივი ფორმაა, კი ბატონო, შევიდეთ ამ თემაში და მერე ვინ დარჩება დაშლაქავებული და როგორ ივლიან ქუჩაში, შევხედავთ კარგად. პასუხი გაგვცენ კითხვაზე – ეს პროტესტის მისაღები ფორმაა? და ამ პასუხის შემდეგ გადავწყვიტოთ, ვინ, ვის რას როგორ გაუპროტესტებს“, – განაცხადა მდინარაძემ.