“პატრიარქი არის ადამიანი, რომელსაც არც ერთი შეცდომა არ დაუშვია თავისი ცხოვრების განმავლობაში, რაც მის საეკლესიო მოღვაწეობას შეეხება; მისი პოზიცია იყო ერთი-ორად მნიშვნელოვანი, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენის” – მდინარაძე
“იმ არჩევნებს, რომელიც ჩატარდა საქართველოში, არა მხოლოდ ეუთო/ოდირის და დამკვირვებლების მხრიდან აქვს დადებითი შეფასება, არამედ სახალხო ლეგიტიმაცია აქვს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„სახალხო ლეგიტიმაციის მაქსიმალურად მაღალ ხარისხს ამ შემთხვევაში უზრუნველყოფს საპატრიარქოს და პირადად პატრიარქის ასეთი პოზიცია. ჩემი მხრიდან ალბათ შეფასებაც კი ზედმეტი იქნება.
პატრიარქი არის ადამიანი, რომელსაც არც ერთი შეცდომა არ დაუშვია თავისი ცხოვრების განმავლობაში, რაც მის საეკლესიო მოღვაწეობას შეეხება. ჩვენ გვყავს ცოცხალი წმინდანი, რომელიც უნდა დავაფასოთ, დიდი ხნის სიცოცხლე ვუსურვოთ და მადლიერება გამოვხატოთ მხოლოდ იმის გამო, რომ ამ ერთმა ადამიანმა რამდენად დიდი საქმე აკეთა მთელი ცხოვრების განმავლობაში.
ამ შეფასებისთვის მე სუბიექტურად, შეიძლება, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, მაგრამ უფრო დიდია მისი ღვაწლი, მისი ცხოვრება, როგორც ცოცხალი წმინდანის და მისი პოზიცია იყო ერთი-ორად მნიშვნელოვანი, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენის“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ „ქართული ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.