“ამორალურობის ფსკერი გახვრიტეს დღეს, სამხატვრო მელანი შეასხაო კირთაძემ ცესკოს თავმჯდომარეს და რა მოხდაო” – ანჯაფარიძე
“ამორალურობის ფსკერი გახვრიტეს დღეს, განსაკუთრებით – ქალებმა ოპოზიციიდან. სამხატვრო მელანი შეასხაო კირთაძემ ცესკოს თავმჯდომარეს და რა მოხდაო”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
“სრული სერიოზულობით ვკითხულობ, რა მნიშვნელობა აქვს, რა შეასხა? ადამიანზე ფიზიკური ზემოქმედება მისი ჯანმრთელობის დაზიანების მიზნით (წინასწარ ხომ არავინ იცის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა!), რატომ ითვლება გამოხატვის თავისუფლების დასაშვებ ფორმად, ვის მიმართაც არ უნდა იქნეს გამოყენებული. პასუხად ბაბლი გეუბნება, რომ ეს დასავლური პრაქტიკა არისო და კარგიაო.
დასკვნები თავად გააკეთეთ!”, – წერს ანჯაფარიძე.