“მინდა, თერჯოლელებს „თერჯოლობა“ მივულოცო; ყველა იყოს ძალიან ბედნიერი მთელი ცხოვრების განმავლობაში და ამ ბედნიერების საფუძველი ჰქონოდეთ” – მდინარაძე
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თერჯოლელებს ქალაქის დღესასწაული „თერჯოლობა“ მიულოცა.
„გაივლი-გამოივლი, დუღილის ტემპერატურა ისეთია, რომ ვერც ერთს ვერ დაარწმუნებ, რომ მსოფლიოს ცენტრი აქ არ არის. გამორიცხული ამბავია და სადღაც მართლებიც არიან.
მინდა, გულწრფელად მივულოცო ამ ნაღდ, ნამდვილ იმერლებს, რომლებიც დღეს თერჯოლის ცენტრში შეკრებილი არიან და ნამდვილად, დუღილის ასეთი ტემპერატურა აქ არ ყოფილა არასდროს! ძალიან მიხარია, რომ ყოველ წელს ეს დღესასწაული კიდევ უფრო მასშტაბური ხდება და ამაში ჩვენც ჩვენი წვლილი შეგვაქვს-ხოლმე. რაღაცნაირად ბედნიერია ყველა და მინდა ყველა თერჯოლელს, ჩემი მშობლიური კუთხიდან აქ, თითოეულ მათგანს, რომ ყველა იყოს ძალიან ბედნიერი მთელი ცხოვრების განმავლობაში და ამ ბედნიერების საფუძველი ჰქონოდეთ“, – აღნიშნა მდინარაძემ.