დავით ქართველიშვილი: კრიტიკული აზროვნების ცოდნაზე პრეტენზიის მქონე, ქართული საგანმანათლებლო სფეროს მსხვერპლ-ახალგაზრდობასაც რომ ჩაუტარონ „პოლიტიკური პარანოიის“ კურსი, ურიგო არ იქნებოდა

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„ფსიქიატრიის სახელმძღვანელოებში შესატანი ახალი, „პოლიტიკური პარანოიას“ თავი, შემდეგი პათოლოგიური განმარტებებით:

  • ქართული პოლიტიკა – კრემლის ნარატივი
  • მართლმადიდებლობა – რუსული რელიგია
  • ქართული კანონშემოქმედებითი საქმიანობა – რუსული კანონი
  • საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა – ანტიდასავლური პოლიტიკა
  • ეროვნული საბაზისო ფასეულობების მხარდაჭერა – დემოკრატიის უკუსვლა
  • სამშვიდობო, ომის საწინააღმდეგო ძალისხმევა – აგრესიული რიტორიკა
  • ჩვენი ტრადიციონალიზმი და კონსერვატიზმი – ქართული კოშმარი
  • საერთაშორისო ტრადიციული და კონსერვატიული ღირებულებების მხარდაჭერა – ფაშიზმისა და ფანატიზმის წაქეზება
  • მიცვალებულებისადმი პატივისცემა, საფლავების მოვლის კულტურა, ქელეხი – ქართული კანიბალიზმი
  • პარტნიორებთან საუბარი თანაბარუფლებიანობის პრინციპით – შემაშფოთებელი შეშფოთება
  • რუსეთში გახიზნული დიასპორის ბედით დაინტერესება – ФСБ-ს პროექტი
  • ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ფიქრი – რუსული პროექტი
  • მოსკოვი – თბილისის მიმართულებით ისედაც მიმდინარე ფრენებში ერევნის „ვარტნოცის“ აეროპორტის ამოგდება – რუსული ფრენები
  • ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების, თავისუფალი ვაჭრობის, ევროვიზალიბერალიზაციის ხელშეკრულების ხელმომწერი, ევროპული პერსპექტივის მქონე საქართველოს მოქმედი ხელისუფლება – რუსული ოცნებაა
  • ნეიტრალიტეტის მქადაგებელი, СНГ-ს „სტატუსმინიჭებული“ დიდი საბჭოთა სოფლის “ჰაბიტუსის” მქონე მოლდოვა – ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი
  • კორუფციისა და კლანური მნართველობის ეტალონი-უკრაინა – NATO-ში გაწევრიანების ყველაზე თავსებადი კანდიდატი
  • საქართველოს ოკუპაციის წამქეზებელი და გამფორმებელი, „სარკოზი-მედვედევის პაქტიდან“ მე-7 პუნქტის ამომღები, ქართული ჯარის ომის დაწყებაში დამბრალებელი, ოკუპანტისთვის ქვეყნის ეკონომიკის მჩუქებელი, ოკუპანტის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გამწევრიანებელი, ოკუპანტისთვის სავიზო რეჟიმის გამაუქმებელი, საკუთარი ლიდერების ნათესავების КГБ-ს გენერალიტეტის დაქვემდებარებაში დამსაქმებელი ძალები – დასავლური ღირებულებების პარტიაა…

სამედიცინო უნივერსიტეტებში პრაქტიკული ფსიქიატრიის ეს კურსი აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს. ამ პარანოიამ წალეკა ქვეყანა და პოლიტიკური შიზოფრენიის პოლიგონად აქცია. კრიტიკული აზროვნების ცოდნაზე პრეტენზიის მქონე, ქართული საგანმანათლებლო სფეროს მსხვერპლ-ახალგაზრდობასაც რომ ჩაუტარონ ეს კურსი, არ იქნებოდა ურიგო. მომავალი თაობის რაღაც ნაწილის გადარჩენის მიზნით მაინც…“ – წერს ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები