დავით ქართველიშვილი: მადლობა ღმერთს, გაფორმდა „ქართული ოცნების” იმ საეჭვო პრინციპებისა და რეპუტაციის მქონე ევროპულ პოლიტიკურ ძალებთან ოფიციალური „განქორწინება”, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მიაქანებენ ლიბერალური ფაშიზმის ჭაობში

მადლობა ღმერთს, გაფორმდა „ქართული ოცნების” იმ საეჭვო პრინციპებისა და რეპუტაციის მქონე ევროპულ პოლიტიკურ ძალებთან ოფიციალური „განქორწინება”, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მიაქანებენ ლიბერალური ფაშიზმის ჭაობში, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

საქართველო თანდათანობით პოლიტიკური თვალსაზრისითაც უბრუნდება თავის ტრადიციულ, კონსერვატიულ ფესვებს. მადლობა ღმერთს, გაფორმდა „ქართული ოცნების” იმ საეჭვო პრინციპებისა და რეპუტაციის მქონე ევროპულ პოლიტიკურ ძალებთან ოფიციალური „განქორწინება”, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მიაქანებენ ლიბერალური ფაშიზმის ჭაობში.
ეს არის ძალა, რომელმაც საქართველოში „კოჰაბიტაცია 2.0″-ს აქეზებდა, ჩვენს სამშობლოს რეგულარულად შეურაცხყოფდა ან სამარცხვინო ევრო რეზოლუციების შეთხზვაში უშუალო მონაწილეობით, ან თავისი პარტნიორი “ქართული ოცნების” მხარდამჭერი პოზიციის სრულ იგნორირებაში. ეს არის ძალა, რომელიც უ-ღმერთოების, უ-რწმუნოების, უ-სამშობლოობის ნიადაგზე ასაზრდოებდა საქართველოში პოლიტიკურ “კულტურას” და ხელს უწყობდა “გენმოდიფიცირებული” თაობების აღმოცენებას.
ეს არის ძალა, რომელიც ჩვენს საბაზისო ფასეულობებს „ქართულ კოშმარად” რაცხს, ხოლო ქვეყნის პრემიერმინისტრის საერთაშორისო კონსერვატორ კოლეგებთან ერთსულოვნებას – ფაშიზმისა და ფანატიზმის მხარდაჭერასთან აიგივებს. ამიტომ, ჩვენი ფასეულობითი და იდეოლოგიური გზები მათთან საბოლოოდ გაიყარა.
ჩვენ კი ვიტოვებთ იმედს, რომ ევროპა საკუთარ ტრადიციულ და კონსერვატიულ ფასეულობებს დაუბრუნდება, მაგრამ ამ მოლოდინში საქართველომ საკუთარი ფასეულობები რომ არ დაკარგოს, ვიწყებთ შერჩევით, კონკრეტულ და ფასეულობით მეგობრობას ჩვენს დასავლელ თანამოაზრე კონსერვატორ კოლეგებთან.
ვიწყებთ და მყარად ვდგავართ იმ პოზიციებზე, რომელიც ქვეყნის პრემიერმინისტრმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა, როგორც ქრისტიანულ, პატრიოტულ და ოჯახურ ფასეულობებზე მყოფი ეროვნული, სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაცვა და მისი გაძლიერება. ვისაც ძალუძს ამ ქრისტეს გზით ქვეყანასთან ერთად იაროს, შემოგვიერთდით. ვინც ზედმეტად და უხერხულად გრძნობს საკუთარ თავს ამ ფასეულობებში – უბრალოდ…ბრძანდებოდეთ. “კარგად” როგორ დაგიმატოთ, რამეთუ ჩემი მტერი იყოს თქვენს ადგილას“, – წერს ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები