„რა ვერ გადაიტანა წაგება, ეს რა საცოდაობა მოვისმინე“ – თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიაზე

პარტია „კანონის და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ენმ-ის წევრის, ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მელიამ წაგება ვერ გადაიტანა.

„აი, მართლა ბრავო მიშა სააკაშვილს, ამ ავადმყოფურად ამბიციური „ტიპების“ ხელში რანაირად აშენებდა სახელმწიფოს, ეს რა საცოდაობა მოვისმინე ნიკანორ მელია: „ჩვენი კარი ღიაა და მოვიდნენო, ეუბნება ხალხის მიერ ლეგიტიმურად არჩეულ თავმჯდომარეს“, ანუ იგივე ვარშალომიძეს რომ გაეკეთებინა და ეთქვა.

პარტია პარტიაში თუ რას ნიშნავს და რატომ აქირქილებს „ოცნებას“ მსხვილ ოპოპარტიაზე, რა ვერ გადაიტანა წაგება ეს რა საცოდაობაა, ან ამდენ ხანს ვინ გეგმავდა ბრძოლას და ვინ იყო „სტრატეგი“ ხომ წარმოგიდგენიათ?! თურმე ვის ახსოვს ვინმე ამ ქვეყნად, ჯარისკაცებად როცა არიან არ უყვართ ქვეყანა და იდეა??? მხოლოდ თავმჯდომარე რომ ხარ ან უბნის უფროსი მაშინ ხარ „იდეური” და მაშინ იბრძვი?! ვახ …..საოცარი და სამწუხაროა“, – წერს თაკო ჩარკვიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები