„ილია ჭავჭავაძის პერსონალური ენციკლოპედიის“ მეორე წიგნის წარდგენა გაიმართება
11 მაისს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში „ილია ჭავჭავაძის პერსონალური ენციკლოპედიის 1837-1907 (მასალები)“ წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, „ილია ჭავჭავაძის პერსონალური ენციკლოპედიის“ პროექტის ფარგლებში უკვე გამოიცა მეორე წიგნი (მასალები), რომელიც მოიცავს პერიოდს, 1837- დან 1907 წლამდე.
პირველი წიგნი „სიტყვანი“ 2010 წელს გამოიცა. კვლევის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო გიორგი აბაშიძე.