“პუტინს გადაეცით, რომ ქართველების დიდი რაოდენობა დღეს მისი ჯანმრთელობის სადღეგრძელოს სვამს” – სიმონიანი

კრემლის პროპაგანდისტული მედიის ერთ-ერთი წარმომადგენლის, მარგარიტა სიმონიანის მტკიცებით, ვლადიმერ პუტინის დღევანდელი გადაწყვეტილებით ქართველების დიდი რაოდენობაა კმაყოფილი და მის სადღეგრძელოს სვამს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

ვლადიმერ პუტინმა დღეს განკარგულებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვით 15 მაისიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმი უქმდება, ასევე, ავიამიმოსვლა აღდგება.

“ვინც უფროსისთვის ინფორმაციას ამზადებს, ძალიან გთხოვთ, უთხარით, რომ მოსკოვში მყოფი ქართველები დღეს მისი ჯანმრთელობის სადღეგრძელოს სვამენ. გავხსენი შეტყობინებები და ჩემი ქართველი მეგობრებისგან უამრავი სადღეგრძელოა, რომელთა ზოგადი მნიშვნელობაა “ყოჩაღ ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინი”. მოსკოვში ქართული რესტორნები დღეს გადავსებული იქნება”, – წერს პროპაგანდისტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები