რა არის „ბავშვთა ამნეზია“ ან რატომ არ გვახსოვს საკუთარი თავი 3 წლამდე ასაკში

საიდუმლო, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ცხოვრების პირველი 3 – 3,5 წლის მოგონებების ნაკლებობასთან, მრავალი საუკუნის განმავლობაში აწუხებდათ მეცნიერებს. რატომ არ ახსოვს ადამიანს, რომელიც იღებს თავისი ცხოვრების ყველაზე ფასდაუდებელ გამოცდილებას და იღებს სამყაროსგან ყველაზე ნათელ შთაბეჭდილებებს,  ეს მნიშვნელოვანი მომენტები? დღეს მეცნიერებამ ამ კითხვაზე მხოლოდ მიახლოებითი პასუხი იცის და ჩვენ შევეცდებით, ეს ფენომენი მარტივი ენით ავხსნათ.

პირველი რეალური მოგონებებიც  კი, რომელში ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, შესაძლოა, გარკვეულ პრობლემებთან იყოს დაკავშირებული და სადღაც წყდებოდეს. ადამიანის მეხსიერება სრულფასოვნად მუშაობას იწყებს მოგვიანებით და ეს ინდივიდუალურია. ზიგმუნდ ფროიდმა ადრეული ასაკში მოგონებების არარსებობის განსაკუთრებული ტერმინი მოიგონა – „ბავშვთა ამნეზია“ და ეს პრობლემა ფსიქოლოგისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ბავშვი თავისი ტვინის ვარჯიშს ჯერ კიდევ დედის მუცლიდან იწყებს, ხოლო ჩვილობაში 700-მდე ახალი ნეირონული კავშირის ფორმირება ხდება წამში.

ცხოვრების პირველ წლებში ბავშვი მართლაც ფენომენალურ შესაძლებლობებს ავლენს ენების შესწავლის მხრივ, რაც ზრდასრულ პოლიგლოტთან უმრავლესობისთვისაც კი შეუძლებელია. ზუსტად ამიტომ, ძველ დროს მდიდარი ოჯახების შვილები მშობლიურ ენასთან ერთად ასწავლიდნენ ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებს და 5-6 წლის ასაკში ისინი უკვე თავისუფლად საუბრობდნენ ამ ენებზე.

მაგრამ, ასეთი ფენომენალური შესაძლებლობების მიუხედავად, რატომ ვივიწყებთ მოგონებებს ჩვენი ცხოვრების პირველი წლებიდან? ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ „ბავშვთა ამნეზია“ საერთოდ არ წარმოადგენს ფენომენს და ამოცანას, არამედ ინფორმაციის დაკარგვის ჩვეულებრივი პროცესია, რომელსაც ჩვენ დავიწყებას ვუწოდებთ. ზრდასრულ ადამიანსაც შეიძლება, დაავიწყდეს ის მონაცემები, რასაც ის არ იყენებს, მაგალითად, ივიწყებს ვიღაცის მისამართს, სახეს, ტელეფონის ნომერს და გვარს.

პირველი მეცნიერი, რომელიც ამ საკითხით სერიოზულად დაინტერესდა, იყო გერმანელი ფსიქოლოგი – გერმან ებინჰაუზი, მე-19 საუკუნეში. ამ ადამიანს არ ჰქონდა მეხსიერების გამოკვლევის მეთოდები, მან ისინი თავად მოიგონა და შემდეგ თავის თავზე გამოსცადა. მას ცდებისთვის სჭირდებოდა სუფთა, ინფორმაციისგან თავისუფალი ტვინი. ამის გაკეთება მან მოახერხა ასოების უშინაარსო თანწყობის დამახსოვრებით. მათი დამახსოვრებისას ფსიქოლოგმა შეამჩნია, რომ ზოგიერთი არსებული სიტყვა, რომელიც მან მანამდე ისწავლა, თანდათან ქრებოდა მისი მეხსიერებიდან. ებინჰაუზმა დავიწყების გრაფიკი შეადგინა, რომელიც მის ჰიპოთეზას ამტკიცებს. მისი ჰიპოთეზის თანახმად, ადამიანის ტვინი ინფორმაციას მისი მიღების პირველივე საათში ივიწყებს, თუკი ამ ინფორმაციის დამახსოვრებისთვის განსაკუთრებული უნარები არ არის გამოყენებული.

ფსიქოლოგიის ცდებმა აჩვენა, რომ ინფორმაციის 50% პირველივე საათში ქრება, ხოლო 30 დღის შემდეგ, თუკი ადამიანი მიღებულ ინფორმაციას არ იმეორებს, მაშინ მის ტვინში ამ ინფორმაციის 2-3% რჩება.

მეცნიერის მუშაობის მნიშვნელოვანი დასკვნაა, რომ დავიწყება სრულიად ბუნებრივი და მოსალოდნელი პროცესია. ამიტომ, იმის გასაგებად, თუ რამდენად განსხვავდება ჩვილის მეხსიერება ზრდასრული ადამიანისგან, უბრალოდ, უნდა შედგეს გრაფიკი და შემდეგ მოხდეს მათი შედარება.

1980-იან წლებში მეცნიერებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ მოგონებები 6-7 წლის ასაკამდე ბუნდოვანი და ფრაგმენტულია. ებინჰაუზის თეორია სრულიად ხსნიდა ამ მოვლენას, თანაც მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანებს მეხსიერების „ფარდა“ სხვადასხვა ასაკში იწევა. ზოგს ძალიან კარგად ახსოვს თავისი სათამაშოები 2 წლის ასაკში, ხოლო სხვას არ შეუძლია, გაიხსენოს თავისი პირველი მასწავლებლის სახე. წყვეტილი მოგონებების ადამიანს უკვე 3,5 წლის ასაკიდან უჩნდება, რაც ყველაზე საინტერესოა, „ბავშვთა ამნეზია“ ძალიან დამოკიდებულია  საცხოვრებელ ადგილზე. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში პირველი მდგრადი მოგონებების ჩამოყალიბება შესაძლოა, 2 წლით განსხვავდებოდეს.

ამ საოცარმა თავისუბერებამ დააინტერესა ფსიქოლოგი ცი ვანი. ამ ქალმა მოიწვია ჩინელი და ამერიკელი სტუდენტები და მათი მოგონებების ბაზა შექმნა სხვადასხვა ასაკის მიხედვით. აღმოჩნდა, რომ ამერიკელების ბავშვობის მოგონებები გაცილებით მკაფიოა და ყურადღება გამახვილებულია საკუთარ პერსონაზე.

ჩინელები თავის ბავშვობას გაცილებით ლაკონიურად აღწერდნენ, იყენებდნენ მშრალ ფაქტებს და მათ მოგონებები იწყებოდა 1,5 წლით უფრო გვიან, ვიდრე მათი თანატოლების აშშ-დან. მსგავსი კვლევა სხვადასხვა ქვეყანაში ტარდებოდა და ყველა მათგანი ადასტურებს დამოკიდებულებას „ბავშვთა ამნეზიასა“ და საცხოვრებელ რეგიონს შორის.

ბავშვთა მეხსიერების თავისებურებებში გარკვევისას მეცნიერი მიხვდა, რომ ისინი არაა დამოკიდებული რასობრივ განსხვავებაზე, არამედ მათი ისტორიები იმალება მენტალიტეტში. აღმოსავლეთ კულტურებში ბავშვებს სერიოზულად არ აღიქვამენ და მათი მოგონებები არავის აინტერესებს. თავად ცი ვანი დაიბადა ჩინეთში და მისი პირველი მოგონება იყო მშობლებთან ერთად ჩინცინის მთებში გასეირნება 6 წლის ასაკში. მაგრამ პირველად მას კითხვა, თუ რა ახსოვს ბავშვობიდან, დაუსვეს აშშ-ში.

„აღმოსავლეთ კულტურებში ბავშვების მოგონებები არავის აინტერესებს. ადამიანებში ეს მხოლოდ გაკვირვებას იწვევს: „რაში გჭირდება ეს ყველაფერი?“

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუკი საზოგადოება ინტერესდება თქვენი მოგონებებით, მაშინ თქვენ მათ ინახავთ. მაგრამ, თუკი ისინი არავის სჭირდება, მაშინ დროთა განმავლობაში ტვინი მათ ამოშლის.

ნაპოვნია ხალხი, რომელთა ბავშვებსაც ყველაზე ადრეული მოგონებები აქვთ – ეს ახალი ზელანდიის მაორის ხალხია. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ამ ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია წარსული, წინაპრები და განვლილი მოვლენები. ამ ეთნოსის წარმომადგენელ ბევრ ზრდასრულ ადამიანს ახსოვს საკუთარი თავი 2- 2,5 წლის ასაკიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები