მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ევროპის ჩემპიონ ნიკა ბაღიშვილს უმასპინძლა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ ევროპის ჩემპიონ ნიკა ბაღიშვილს უმასპინძლა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერმა ნიკას გამარჯვება მიულოცა, წარმატებები უსურვა და სიმბოლური საჩუქრებიც გადასცა. მათივე ცნობით, სიმბოლურ საჩუქრებთან ერთან ნიკას მერიიდან 1 500 ლარი ჩაერიცხება.

„4-7 მაისს ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი კიკბოქსინგში k-1 წესებით, სადაც მონაწილეობას იღებდა მარტვილის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის უშუს გუნდის მოსწავლე ნიკა ბაღიშვილი (მწვრთნელი დათა წულაია).

ნიკა ბაღიშვილმა სამ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და სამივე გამარჯვებით დაამთავრა. ტურნირის ბოლოს ნიკა  ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლად დასახელდა და მას  სპეციალური თასი გადაეცა კიკბოქსინგის k-1 ფედერაციისგან“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები