ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიება, რომელშიც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გორის საკალათბურთო გუნდ „ივერიონისა“ და საფეხბურთო გუნდის, გორის „გორის“ წევრებიც ჩაერთნენ, გოგებაშვილის ქუჩაზე მოეწყო.
ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, გამწვანების სამუშაოები სხვადასხვა ლოკაციაზე განხორციელდა.
გოგებაშვილის ქუჩასთან ერთად, სხვადასხვა ჯიშის მცენარის ნერგები ლომჭაბუკის სკვერში, ვერხვების დასახლებასა და საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ დაირგო.
ქალაქის მასშტაბით ჯამში, ფიტოსპორიუმის, ლოროპეტალუმის, საკურას, ღვიისადა ტუიის 500 – მდე ნერგი დაირგო. გარდა ტუიისა, ყველა ჯიშის მცენარის ნერგები ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტომ ტენდერის საშუალებით შეიძინა. ტუიის ძირები გორის მუნიციპალიტეტს ორგანიზაცია „სადაგმა“ და “პეპსიკომ” აჩუქეს.
გამწვანებით სამუშაოებს ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ახორციელებს.

ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები