საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლებმა 3 თვის მონაცემებით, ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების დარღვევის 3 ფაქტი გამოავლინეს

მიმდინარე წლის იანვარი-მარტის თვეების მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 20938 ლიტრი აღურიცხავი ნავთობის (დიზელი) შენახვა-ტრანსპორტირება-რეალიზაციის 3 სამართალდარღვევა გამოავლინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1551 მუხლის შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირებს შეეფარდათ ადმინისტრაციული სახდელები და საქმეები ქვემდებარეობის მიხედვით გადაეგზავნა შესაბამის სასამართლო ორგანოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები