ქალაქ სიღნაღს ახალი სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს

სიღნაღში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დასრულდება,- ამის შესახებ ინფორმაციას სიღნაღის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამჟამად სპორტულ მოედანზე ხელოვნური საფარის დაგება მიმდინარეობს.
სამშენებლო სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა, მალხაზ ბეგიაშვილმა პირველ მოადგილესთან, დავით დურგლიშვილთან ერთად დაათვალიერა.
სათამაშო მოედნის მშენებლობა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელზეც 460 012 ლარი დაიხარჯება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები