ახალციხის მუნიციპალიტეტში საძელისა და ყულალისის დამაკავშირებელი გზა ეწყობა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების საძელისა და ყულალისის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
პროექტის ფარგლებში საავტომობილო გზის 2 კილომეტრამდე მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარი იგება, ეწყობა რკინა-ბეტონის ღარი, ცხაურები, მიერთებები, ეზოებში შესასვლელები, ლითონის მილები და პარაპეტები. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 729 251 ლარით ფინანსდება.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, პირველი მოადგილე ილია ზარდიაშვილი, მოადგილეები რუბენ კარაპეტიანი და ვაჟა გაჩეჩილაძე, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურისა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნენ.

ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები