მარტვილში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია,- ამის შესახებ ინფორმაციას მარტვილის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქალაქ მარტვილში ბაძაღუას ქუჩის №2 ჩიხის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

„პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები 1 300 მ განხორციელდება. სამუშაოებისთვის 407 196 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს შპს „მარტვილავტოგზა“ ახორციელებს.

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, მერის მოადგილესთან გივი ელიავასთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან კობა დარჯანიასთან ერთად დაათვალიერა.

საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება“,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები