ოკუპანტებმა კიევი და კიევის რეგიონი დაბომბეს, არიან დაშავებულები

რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით კიევზე და მის რეგიონზე იერიში მიიტანეს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, კიევში, სულ მცირე, 5 ადამიანია დაშავებული.

დრონი სოლომენსკის რაიონში საცხოვრებელ სახლს მოხვდა.

ამავე რაიონში მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, დრონის ფრაგმენტი სავალ ნაწილზე ჩამოვარდა. ასევე, ფრაგმენტი ​ჟულიანის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე ჩამოვარდა, თუმცა, მომხდარს ცეცხლი არ მოჰყოლია.

ასევე, კიევის შევჩენკოვსკის რაიონში დრონი 2-სართულიან სახლს მოხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები