წალენჯიხაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

წალენჯიხაში, სოფელ ობუჯიში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

როგორც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია სოციალურ ქსელში წერს, ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ, ძველი ელექტრო გაყვანილობაა.

“წალენჯიხა. ობუჯი. სამესხიო. ორ-სართულიანი კაპიტალური საცხოვრებელი – სახლი მთლიანად დაიწვა. დიასახლისმა ვერაფრის გამოტანა მოასწრო, ის სახლის უკან მიწაზე მუშაობდა. ხანძრის მიზეზი სავარაუდოდ ძველი ელექტრო გაყვანილობაა. დიასახლისი სოციალურად დაუცველია და ძმიშვილებთან ერთად ცხოვრობს.
სახანძრო სამსახურის დასკვნის საფუძველზე მერიის კომისია განიხილავს მომხდარს და სავარაუდოდ, მაქსიმალური თანხით 15 ათას ლარით დაეხმარება. ოჯახს ამ საღამოს მეზობლები შეიფარებენ“,- წერს ბელქანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები