ადამიანები მთელი ბრიტანეთიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან დღეს ლონდონში, ბუკინგემის სასახლესთან არიან შეკრებილები, სადაც ჩარლზ III-ის კორონაცია ჩატარდება. ეს ბრიტანეთის უდიდესი ღონისძიებაა უკანასკნელი 7 ათწლეულის განმავლობაში.
ჩარლზმა შეცვალა დედა, დედოფალი ელიზაბეტ II, რომელიც გარდაიცვალა გასული წლის სექტემბერში და 74 წლის ასაკში ის იქნება ყველაზე ხანდაზმული ბრიტანელი მონარქი, რომელიც დღეს 360 წლის გვირგვინს დაიდგამს თავზე.