რუსეთმა ოკუპირებული ზაპოროჟიეს რეგიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

ზაპოროჟიეს რეგიონის რუსეთის მიერ ანექსირებულ ნაწილში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.

ამის შესახებ რუსეთის მიერ დანიშნულმა ე.წ. ხელმძღვანელმა, ევგენი ბალიცკიმ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ევაკუაცია ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე 18 დასახლებული პუნქტიდან განხორციელდება.

ბალიცკის თქმით, “მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ პირველ რიგში მოხდება ბავშვების მშობლებთან ერთად ევაკუაცია, მოხუცებიც, ინვალიდების, სამედიცინო დაწესებულებების პაციენტების“.

ცნობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა უკრაინის ზაპოროჟიეს რეგიონის ანექსირება ოფიციალურად მოახდინა, რუსი სამხედროები რეგიონის მხოლოდ 80%-ს აკონტროლებენ. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს ენერგოდარის, მელიტოპოლის და ბერდიანსკის ოკუპაცია. უკრაინის კონტროლის ქვეშ რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი ზაპოროჟიე რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები