სამტრედიის მუნიციპალიტეტში სოფელ ხიბლარის ქალაქთან დამაკავშირებელი გზა დაიგო

სამტრედიაში, მელაურის თემში შემავალი სოფელ ხიბლარის ქალაქთან დამაკავშირებელი უახლოესი გზა ამიერიდან ასფალტ-ბეტონის საფარიანია.

მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნუგზარ ჯამბურიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

,, ჩვენთვის პრიორიტეტულია მოსახლეობის მხრიდან შემოსული წინადადებები. მინდა მათ ვთხოვო, რომ გაგებით მოეკიდონ მიმდინარე პროცესებს. ვაცხადებ, რომ სამტრედიაში ეტაპობრივად ყველა შიდა მნიშვნელობის გზა მოწესრიგდება. თუ რომელიმე ქუჩა ამ ეტაპზე ვერ მოხვდა სარეაბილიტაციო ნუსხაში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამას ყურადღებას არ მივაქცევთ”,- განაცხადა დავით ბახტაძემ.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხით ხდება.

საგზაო სამუშაოებს ხიბლარის ტერიტორიაზე ორგანიზაცია ,,არქეოპოლისი” ასრულებს.

ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები