“COVID-19-ს, სულ მცირე, 20 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა” – გებრეისუსი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, COVID-19-ის პანდემიას, სულ მცირე, 20 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა.

ამის შესახებ მან ბრიფინგზე თქვა.

ამასთან, გებრეისუსმა აღნიშნა, რომ ოფიციალური ციფრებით ვირუსს, დაახლოებით, 7 მილიონი პაციენტი შეეწირა.

ჯანმო-ს დირექტორმა ასევე თქვა, რომ, ორგანიზაციის ექსპერტების რეკომენდაციით, COVID-19-ს პანდემიის სტატუსი ეხსნება.

ჯანმო-მ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 30 იანვარს გამოაცხადა, 11 მარტს კი პანდემია გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები