მოლდოვა უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტზე დროებითი შეზღუდვების დაწესებას გეგმავს

მოლდოვა უკრაინიდან მარცვლეულისა და ზეთოვანი კულტურების იმპორტზე დროებითი შეზღუდვის დაწესებას გეგმავს.

ამის შესახებ მოლდოვის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ვლადიმერ ბოლიამ განაცხადა, – იუწყება NewsMaker-ი.

ბოლიამ მოლდოვაში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს, იანის მაჟეიკსს განუცხადა, რომ „სამინისტრო გეგმავს, დროებით ზომები დააწესოს, რომლის მსგავსი ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ შემოიღო, უკრაინიდან მარცვლეულისა და ზეთოვანი კულტურის იმპორტზე“.

მინისტრის თქმით, მთავრობა აპირებს, ფერმერებს აუნაზღაუროს აქციზის გადასახადი მათ მიერ მოხმარებულ დიზელზე და სუბსიდირება გაუწიოს მცენარეთა დაცვის საშუალებებისა და სასუქების ღირებულებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები