“კრემლზე დრონების იერიშზე რუსეთი საქმით უპასუხებს” – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, კიევის და ვაშინგტონის მიერ კრემლზე დრონების იერიშთან კავშირის უარყოფა არაფერს ნიშნავს, რადგან რუსეთი ფაქტს განიხილავს, როგორც მტრულ აქტს და უპასუხებს კონკრეტული ქმედებებით.

„აბსოლუტურად ნათელია, რომ, ბატონების ინფორმირებულობის გარეშე, კიევის ტერორისტებს არ შეეძლოთ ამის ჩადენა. ჩვენ ვუპასუხებთ არა საუბრებით, არამედ – კონკრეტული ქმედებებით“, – თქვა მან.

ამასთან, ლავროვს არ დაუკონკრეტებია, როგორ აპირებს რუსეთი რეაგირებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები