გაეროს მონაცემებით უკრაინაში 2 593 ადამიანი დაიღუპა

   გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის განცხადებით, უკრაინის აღმოსავლეთში, 2014 აპრილის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, საბრძოლო მოქმედებების შედეგად 2 593 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ივან შიმონოვიჩმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.
“აპრილის შუა რიცხვებიდან ივლისის შუა რიცხვებამდე პერიოდში ჩვენი გამოთვლებით, ყოველდღიურად 11 ადამიანი იღუპებოდა. ბოლო თვის განმავლობაში კი ყოველღიურად საშუალოდ 36 ადამიანს კლავენ, ბოლო 10 დღის განმავლობაში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდა”, – განაცხადა ივან შიმონოვიჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები