მცხეთა-მთიანეთი ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 15-წლამდელთა შორის, საქართველოს პირველობას მასპინძლობს

პირველად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონი, 15-წლამდელთა შორის, ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს პირველობას მასპინძლობს.
ჩემპიონატი ყაზბეგში იმართება და მასში, საქართველოს მასშტაბით, 600-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს.
1-3 მაისს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა გაიმართა, რომლის გამარჯვებულები უკვე გამოვლინდნენ, ხოლო დღეს ფინალური შეხვედრები თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დაიწყო.
შეჯიბრის გახსნის ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მოადგილეებთან – გიორგი ჩიფჩიურთან და გოჩა ქავთარაძესთან ერთად ესწრებოდა. ღონისძიებაზე, აგრეთვე, იმყოფებოდნენ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ტარიელ ხულელიძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ქირიკაშვილი, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი ედიშერ მაჩაიძე და გენერალური მდივანი თამაზ გოგელია. მათ დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართეს და ჩემპიონატის მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე, წარმოდგენილი იყო საცეკვაო ნომრები, რომლებიც ა(ა)იპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლ “მთის შვილების” მიერ შესრულდა.

აღსანიშნავია, რომ 15-წლამდელთა შორის, ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი დღეს დასრულდება.

ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები