მედია: სერბეთში 8 ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს
ბელგრადის მახლობლად 8 ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს.
ამის შესახებ “სერბეთის რადიო და ტელევიზია” წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
„როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, თავდამსხმელი ქალაქ კრაგუევაცთან დააკავეს“, – გამოაცხადა წამყვანმა პირდაპირ ეთერში.
4 მაისს საქალაქო თემის მლადენოვაცის სოფელ დუბონაში 21 წლის უროშ ბ. -მ მანქანიდან ავტომატიდან ცეცხლი გახსნა, რასაც 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 13 დაშავდა, მათ შორის ბავშვებიც არიან.
მან მიმალვა შეძლო.
ქვეყნის შს მინისტრმა, ბრატისლავ გაშიჩმა მომხდარს “ტერაქტი” უწოდა.
ვარაუდობენ, რომ შემთხვევა ახალგაზრდასა და პოლიციელს შორის ჩხუბის შემდეგ მოხდა.
შეგახსენებთ, რომ სერბეთში ამ კვირაში ეს უკვე მეორე ტრაგედიაა. 3 მაისს ბელგრადის სკოლაში ცეცხლი 14 წლის მოზარდმა გახსნა, რასაც 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 8 მოსწავლეა.