იაპონიაში 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
იაპონიაში, ისიკავას პრეფექტურაში 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის მეტეოროლოგიური სამმართველო ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეში იყო.
იაპონიაში მიღებული შვიდბალიანი შკალის მიხედვით, ბიძგების მაქსიმალური სიმძლავრე 6+ იყო.
სამმართველოში აცხადებენ, რომ იაპონიის ზღვის სანაპიროზე წყლის მცირე მატებაა შესაძლებელი, თუმცა, ნგრევის საფრთხე არ არსებობს.