ყაზახეთმა რუსეთთან პარალელური იმპორტისთვის საზღვარი ჩაკეტა
ყაზახეთმა რუსეთში პარალელური იმპორტისთვის საზღვარი ჩაკეტა.
ამის შესახებ რუსულ მედიას “გრუზავტოტრანსის” ასოციაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ მატიაგინმა განუცხადა.
”ქვეყანა საზღვარზე სირთულეებს ქმნის პროდუქტებისთვის, მიმწოდებლებს საზღვარი პრაქტიკულად ჩაუკეტეს”, – თქვა მან.
მისი თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც მაისის დასაწყისში ასტანას ეწვია აშშ-ის ოფიციალური პირების დელეგაცია, ფინანსთა მდივნის მოადგილის, ელიზაბეტ როზენბერგის ხელმძღვანელობით.
მატიაგინი ამბობს, რომ “ახლა რუსეთის ტვირთგადამზიდებს ყაზახეთის გვერდის ავლა მოუწევთ”.