„ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი გახდა

იტალიის ჩემპიონატის 33-ე ტურის მატჩში „ნაპოლი“ „უდინეზეს“ ესტუმრა, რომელთანაც ფრე 1:1 ითამაშა და ისტორიაში მესამედ იტალიის ჩემპიონი გახდა.

„ნაპოლიმ“ თამაში აქტიურად დაიწყო, მაგრამ მე-13 წუთზე მასპინძლები სანდი ლოვრიჩის ეფექტური გოლით დაწინაურდნენ და ტაიმიც მოიგეს.

მეორე ტაიმის 52-ე წუთზე სტანდარტული მდგომარეობის გათამაშების შემდეგ კარში ხვიჩა კვარაცხელიამ დაარტყა, ხოლო დამატებაზე კი ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი ორჯერ გახდა, 1986/87 და 1989/90 წლის სეზონებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები