ბელგიის პოლიციამ ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი შვიდი პირი დააკავა
ბელგიის პოლიციამ ტერორისტული თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილი შვიდი პირი დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ბელგიის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ბელგიის პროკურატურაში აცხადებენ, ეჭვმიტანილები ბელგიაში თავდასხმის რამდენიმე სცენარს განიხილავდნენ, თუმცა კონკრეტული სამიზნეები შერჩეული არ ჰქონდათ.
„საუბარი იყო ნატოს შენობაზე, მაგრამ ამ დროისთვის ეს გეგმები არ არის კონკრეტული“, – განაცხადეს პროკურატურაში.
მათივე ინფორმაციით, თითქმის ყველა ეჭვმიტანილი ჩეჩნური წარმოშობისაა. ეჭვმიტანილთაგან სამი ბელგიის მოქალაქეა და ისინი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ აქტიური მხარდამჭერები არიან.