“ჩვენ ისე გავაკეთებთ, რომ ეს ომი უკანასკნელი იყოს მსოფლიოში” – ზელენსკი ჰააგაში

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკი ჰააგაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რათა ამჟამინდელი ომი მსოფლიოში უკანასკნელი იყოს.

“გთხოვთ ასევე, გაიხსენოთ უკრაინელები, რომლებსაც შეეძლოთ გადარჩენა, რომ არა ეს აგრესია. რომ არა ომი, რომელიც ჩვენ არ გვინდოდა, რომელიც გვსურს – გახდეს ბოლო ომი მსოფლიოში და ჩვენ ამას გავაკეთებთ”, – თქვა მან.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ჩვენ ვერ შევაჩერებთ აგრესიულ ომებს, მაგრამ შეგვიძლია, დავამარცხოთ აგრესია, როგორც დანაშაულებრივი იდეა, რომელიც სათავეს იღებს დაუსჯელობას მიჩვეული ადამიანის გონებაში“.

„თუ აგრესიულ ომებს გადავხედავთ, ყველა მათგანს ერთი რამ აქვს საერთო – ომის ჩამდენებს არ სჯეროდათ, რომ პასუხის გაცემა მოუწევდათ ჩადენილისთვის“, – თქვა უკრაინის ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები